photo

კონფერენცია შავი ზღვის უნივერსიტეტში








9 აპრილი ჩვენი ტკივილია !


51 public school-ს ფოტო.

საერთაშორისო პროექტი ’’Global Scholars’’





ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ’’Global  Scholars’’. ’’Global  Scholars’’ არის ციფრული გაცვლითი პროგრამა 10/13 წლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები და მათი მასწავლებლები კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახში ატარებენ გაკვეთილებს და ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უკავშირდებიან პროექტის სხვა მონაწილეებს. სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ დადგენილი კურიკულუმის ფარგლებში მოსწავლეები ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს: აკეთებენ პრეზენტაციებს, იღებენ ვიდეო რგოლებს, ქმნიან პოსტებს, ერთვებიან დისკუსიაში, მონაწილეობენ ვიდეო კონფერენციებში. პროექტი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებს მათ კრეატიულ აზროვნებას, უყალიბებს თანამედროვე ენობრივ და კომპიუტერულ  უნარებს.
     პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კალაძე. 2019 წლის იანვრის თვეში მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუიორკში გამართულ სიმპოზიუმზე მას ქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. სამუშაო შეხვედრაზე მოხდა შეხედულებების, გამოცდილების, სამოქმედო გეგმების, მიღწევებისა და გამოწვევების გაზიარება. 
    თამარ კალაძემ კოლეგებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ორგანიზაცია ’’Global Cities” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - ქალბატონმა მერჯორი ტაივენმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს პროექტის მიმდინარეობას. ასევე დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრების მომზადება და განხორციელება საქართველოს სხვადასხვა სკოლებში პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებს  თამარ კალაძე.

No comments:

Post a Comment